"თუ ეს კანონი წინ წავა ისე, როგორც ახლაა, იქნება ფინანსური და მგზავრობის შეზღუდვები აშშ-ის მხრიდან მათი და მათი ოჯახების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ამ ქმედებებზე", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენი თბილისში, ოფიციალური შეხვედრების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საუბრობს.
"თუ კანონი არ შეიცვლება ისე, რომ მან დააკმაყოფილოს ევროკავშირის სტანდარტები და ამგვარი ტიპის რიტორიკა დასავლეთის წინააღმდეგ გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან სახიფათო ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის. მარტივი მაგალითისთვის აშშ საქართველოსთან თანამშრომლობისთვის გამოყო 390 მლნ დოლარი, აქედან ნაწილი მოხმარდება სამხედრო თავდაცვის საკითხებს, ნაწილი ეკონომიკის საკითხების, ინსტიტუტებს მშენებლობას, ეს დახმარება უკვე დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ თუკი შეიცვლება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და ამერიკის შეერთებული შტატები მოიაზრება უკვე მოწინააღმდეგე და არა მოკავშირედ.
თუ ეს კანონი წინ წავა ისე, როგორც ახლაა - EU-ის სტანდარტებთან შეუსაბამო, რომელიც ძირს გამოუთხრის დემოკრატიას და გაგრძელდება ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, იქნება ფინანსური და მგზავრობის შეზღუდვები აშშ-ის მხრიდან მათი და მათი ოჯახების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ამ ქმედებებზე", - განაცხადა ჯიმ ო'ბრაიემა.