"...ეს გვაიძულებს, საქართველოსთან ურთიერთობა ფუნდამენტურად გადავაფასოთ" | თეთრი სახლის პრეს-სპიკერი რუსულ კანონზე

გამოქვეყნდა:

"...ეს [რუსული კანონი] გვაიძულებს, საქართველოსთან ურთიერთობა ფუნდამენტურად გადავაფასოთ", - ამის შესახებ თეთრ სახლში, პრეზიდენტ ბაიდენის პრესსპიკერი კარინ ჟან-პიერი წინასწარ მომზადებული განცხადებით საუბრობს და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. 

"ამ შაბათ-კვირას ვაკვირდებოდით და ვნახეთ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები, რომელსაც ათიათაოსბით მშვიდობიანი მომიტინგე ესწრებოდა, რომელთა მიმართაც დაშინების ტაქტიკები უშედეგოა...

ქართველ ხალხს სურს ევროატლანტიკური მომავალი. ჩვენ ვნახავთ, რას გააკეთებს პარლამენტი თუ ამ კანონს საბოლოოდ მიიღებენ, ეს გვაიძულებს, საქართველოსთან ურთიერთობა ფუნდამენტურად გადავაფასოთ..." - აცხადებს პრეს-სპიკერი და განმარტავს, რომ აშშ დაელოდება, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ კანონს ვეტოს დაადებს.

შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონი დღეს, 14 მაისს მესამე მოსმენით უკვე მიიღო.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი