"საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა... ამ კანონპროექტის მიღება კონგრესს აიძულებს, განიხილოს ცვლილება აშშ-ის პოლიტიკაში საქართველოს მიმართ" | 11 სენატორის განცხადება

გამოქვეყნდა:

"საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა... ამ კანონპროექტის მიღება კონგრესს აიძულებს, განიხილოს ცვლილება აშშ-ის პოლიტიკაში საქართველოს მიმართ", - ამის შესახებ 11 ამერიკელი სენატორის განცხადებაშია საუბარი. 

წერილს ხელს აწერენ სენატორები: ჯინ შაჰანი, ჯიმ რიში, ბენ კარდინი, კრის კონსი, დიკ დურბინი, როჯერ ვიქერი, ტიმ კაინი, რიჩარდ ბლუმენტალ, პეტე რიკეტსი, ლინდსი გრაჰამი და ტომ ტილისი

"საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა. იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, მიეღო რუსული სტილის კანონი უცხოელი აგენტების შესახებ.  

ათასობით ქართველი აგრძელებს მშვიდობიან პროტესტს კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც არამარტო შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას, ხელს შეუშლის ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას.

ეს კანონი, რომელიც ითვალისწინებს ყველა ორგანიზაციისთვის, რომელიც თავისი ბიუჯეტის 20%-ზე მეტ შემოსავალს საზღვარგარეთიდან იღებს, ჩაახშობს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან მუშაობას ქვეყანაში, სადაც სახსრები ისედაც მწირია. ამ კანონის პასაჟი ფუნდამენტურად შეცვლის საქართველოს ურთიერთობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დააზიანებებს ევროკავშირის წევრობის მისწრაფებებს...

როგორც ჩვენ პრემიერმინისტრი კობახიძე მისთვის გაგზავნილ წერილში გავაფრთხილეთ, კონგრესს ამ კანონპროექტის მიღება აიძულებს, განიხილოს ცვლილება ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაში საქართველოს მიმართ იმისთვის, რომ ასახოს ახალი პოლიტიკური ლანდშაფტი საქართველოში", - წერია წერილში. 

შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს, 84 ხმით 30-ის წინააღმდეგ მიიღო.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი