"მთავრობის გადასაწყვეტია, გამოიყენოს ისტორიული შესაძლებლობა ნაცვლად იმისა, რომ შემოიღოს ევროპის ღირებულებების საწინააღმდეგო კანონები", - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი X-ზე წერს.
"ევროპის თავისუფლების გაერთიანება აგებულია კანონის უზენაესობაზე. ზუსტად ამიტომ გამოდის თბილისში ხალხი ქუჩაში. საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, გამოიყენოს ისტორიული შესაძლებლობა, რომელსაც ევროპა სთავაზობს, ნაცვლად იმისა, რომ შემოიღოს კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპის ღირებულებებს," - წერს ბერბოკი.