"ეს კიდევ უფრო აშორებს ქვეყანას ევროკავშირს" | ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი

გამოქვეყნდა:

"ეს კიდევ უფრო აშორებს ქვეყანას ევროკავშირს" - ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰანკე ბრუინს სლოტი X-ზე წერს და "ოცნების" მიერ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებას ეხმაურება.

"საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება. საქართველოს პარტნიორების რჩევის საწინააღმდეგოდ, ძალიან სამწუხაროა. ეს ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გადახედოს ამ გადაწყვეტილებას", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" უმრავლესობამ, საზოგადოების მასშტაბური პროტესტისა და დასავლელი პარტნიორების კრიტიკის ფონზე, რუსული კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი