
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქობულეთისა და ბათუმის გარდა სწავლა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშიც გადაიდო. ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ სხდომის შემდეგ ისაუბრა. მისი თქმით, სწავლა ხელვაჩაურის სკოლების საკლასო ოთახებში პირველ ოქტომბერს განახლდება, მანამდე კი მოსწავლეები ონალინ გაკვეთილებს დაესწრებიან.
90%-ზე მეტი სკოლა აკმაყოფილებს სტანდარტებს, მიმდინარეობს მათი შემოწმება და ეს პროცესი გაგრძელდება, - თქვა თორნიკე რიჟვაძემ.
რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მომავალ დღეებში ინფიცირებულთა რაოდენობის კლებას ელოდებიან და სიტუაცია კონტროლდება.
აჭარაში ბოლო 24 სააათის განმავლობაში 80 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 20 ქორწილს უკავშირდება, 22-ის ინფიცირების წყარო კი უცნობია.
შეგახსენებთ, რომ გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი 158 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი. მარინა ეზუგბაიას თქმით, 158 ახალი შემთხვევიდან 87 არის აჭარა, 28 სამეგრელო, 19 იმერეთი, 6 გურია, 18 თბილისი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 28 მილიონს გადააჭარბა.