"ვიმედოვნებთ, რომ არჩევნები დაასრულებს "ოცნების" მმართველობას ქვეყანაში... ვგმობთ პოლიციის მიერ მომიტინგეებზე ძალის არასაჭირო გამოყენებას" | "ევროპელი მწვანეები"

გამოქვეყნდა:

"ვიმედოვნებთ, რომ არჩევნები დაასრულებს "ოცნების" მმართველობას ქვეყანაში... ვგმობთ პოლიციის მიერ მომიტინგეებზე ძალის არასაჭირო გამოყენებას",  - ამის შესახებ განცხადებას ევროპელი მწვანეები ავრცელებენ და ევროპული მომავლის დამცველ ათიათასობით ქართველს სოლიდარობას უცხადებენ.

"ევროპელი მწვანეები სრულ სოლიდარობას უცხადებენ ათიათასობით ქართველს, რომლებიც გაბედულად აჩვენებენ, რომ სურთ თავიანთი ქვეყნის ევროპული მომავალი.

ვეხმიანებით "უცხოელი აგენტების" კანონპროექტს, რომელიც ახლახან მიიღეს საქართველოს პარლამენტში, ევროპელ მწვანეთა ლიდერმა, კანდიდატმა ტერი რეინკემ განაცხადა: "საქართველო ევროკავშირს ეკუთვნის. ევროპელი მწვანეები მხარს უჭერენ თავიანთი უფლებებისთვის მებრძოლ ქართველ ხალხს. მოვუწოდებთ ევროკავშირს, პასუხისმგებლობა მოეთხოვოს საქართველოს მთავრობას და მის ქმედებებს. ეს კანონპროექტი არის კრემლის შთაგონებული და მიზნად ისახავს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გაჩუმებას, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიას და უფლებებს."

ბას ეიკჰაუტმა დაამატა: "ეს სამთავრობო კანონპროექტი აშკარად არ შეესაბამება ქვეყნის მისწრაფებას ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. ვიმედოვნებთ, რომ ოქტომბრის არჩევნები დაასრულებს "ქართული ოცნების" მმართველობას ქვეყანაში და ქვეყანა გააგრძელებს გზას ევროკავშირში ინტეგრაციისკენ."

კანონპროექტი, მიღების შემდეგ მედიას ან სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს საქართველოში, რომლებიც  თავიანთი დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ, ავალდებულებს დარეგისტრირდნენ როგორც "უცხო ძალის ინტერესების მომსახურე ორგანიზაციები."

ევროპელი მწვანეები გმობენ პოლიციის მიერ უკანასკნელ კვირებში თბილისში მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არასაჭირო გამოყენებას." - წერია განცხადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი