"ხელისუფლებას შეუძლია დარჩეს ევროპის გზაზე, თუ [რუსულ] კანონზე უარს იტყვის" | 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი კობახიძეს და დარჩიაშვილს შეხვდა

გამოქვეყნდა:

"ხელისუფლებას შეუძლია დარჩეს ევროპის გზაზე, თუ [რუსულ] კანონზე უარს იტყვის", - 4 ქვეყნის, ესტონეთის, ისლანდიის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები ირაკლი კობახიძეს და საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს შეხვდნენ. ინფორმაციას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ავრცელებს. 

"ესტონელ, ისლანდიელ, ლატვიელ და ლიეტუველ კოლეგებთან ერთად საქართველოს პრემიერმინისტრ, ირაკლი კობახიძეს შევხვდი. პოლიტიკური პოლარიზაცია უბრალოდ ალტერნატიული შეხედულებების აკრძალვით არ უნდა მოგვარდეს. ასეთი მეთოდები ევროკავშირის წევრობასთა თავსებადი ვერასდროს იქნება და ეს შეხვედრაზე ნათლად გავიმეორე", - წერს ლანდსბერგისი. 

ესტონელი, ისლანდიელი, ლატვიელი და ლიეტუველი საგარეო საქმეთა მინისტრების მნიშვნელოვანი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. ხელისუფლებას შეუძლია დარჩეს ევროპისკენ მიმავალ გზაზე, როგორც ის ქართველ ხალხს დაპირდა, თუ "უცხოელი აგენტების" კანონზე უარს იტყვის, - დაწერა მან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი