"ამ კანონს არაფერი საერთო არ აქვს გამჭვირვალობასთან" | ლანდსბერგისი

გამოქვეყნდა:

"ამ კანონს არაფერი საერთო არ აქვს გამჭვირვალობასთან", - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ვიზიტის შემაჯამებელ, საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს. 

"უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო გზავნილი ადამიანებისთვის, საქართველოს მოსახლეობს უმრავლესობას სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი. მეორე გზავნილი არის მთავრობისთვის - ის კანონი, რომელიც მიიღეს და რომელიც ელოდება პრეზიდენტის ვეტოს, არაფერი საერთო არ აქვს გამჭვირვალობასთან ჩვენი კოლეგებისთვის, ჩვენს ქვეყნებში, არ არის გასაგები, რატომ იყო მნიშვნელოვანი ამ კანონის მიღება მაშინ, როცა მოსახლეობის უმეტესობა მის მიღებას ეწინააღმდეგებოდა", - ამბობს ლანდსბერგისი [სინქრონული თარგმანი]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი