"ჩამოვედით, როგორც საქართველოს მეგობრები... ჩამოვედით იმისთვის, რომ გამოგიცხადოთ მხარდაჭერა, მოგისმინოთ და გეკამათოთ", - ამის შესახებ ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი თორდის კოლბრუნი თბილისში, ვიზიტის შემაჯამებელ საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს.
მე წარმოვადგენ ისლანდიას, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ამიტომ, მე ცოტა განზე განდგომილის პოზიციიდან გეტყვით. ვიცი, რომ ბალტიის ქვეყნებს აქვთ კარგი გამოცდილება. ის, რაც ხდება ყოველდღიურად, ის ფასეულობები, რომლებსაც ჩვენც ვიზიარებთ, გვიჩვენებს, რომ ადამიანებმა გადაწყვეტილება მიიღეს. ჩვენ ჩამოვედით, როგორც საქართველოს მეგობრები, ჩამოვედით იმისთვის, რომ გამოგიცხადოთ მხარდაჭერა, იმისთვის, რომ მოგისმინოთ და გეკამათოთ. ჩვენ შევხვდით სხვადასხვა წრეების წარმომადგენლებს მთავრობასა და ოპოზიციაში და, როგორც იცით, ის გზა, რომელიც აირჩია მთავრობამ, არ არის მხოლოდ კანონზე, ეს ბევრს ნიშნავს, ჩვენ ჩამოვედით როგორც ბალტიის ქვეყნების ჯგუფი, რამდენიმე წლის წინ როცა ბატიისპირეთმა აირჩია ეს გზა, ჩვენ მათ დავუჭირეთ მხარი. არსებობს ამ ჯგუფში 8 ქვეყანა და ჩვენ ყველას ერთნაირი პოზიცია გვაქვს ევროპასთან დაკავშირებოთ. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ჯგუფის წევრობა, - ამბობს თორდის კოლბრუნი. [სინქრონული თარგმანი]