"არ მოვერიდებით პასუხისმგებლობის დაკისრებას მათზე, ვინც რუსული სტილის კანონის მიღებასა და აქციის მონაწილეებზე ბრუტალურ მოპყრობაზეა პასუხისმგებელი - მათ შორის, ივანიშვილი და მისი გარემოცვა" | სენატისა და 15 ევროპული ქვეყნის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეები

გამოქვეყნდა:

"არ მოვერიდებით პასუხისმგებლობის დაკისრებას მათზე, ვინც რუსული სტილის კანონის მიღებასა და აქციის მონაწილეებზე ბრუტალურ მოპყრობაზეა პასუხისმგებელი - მათ შორის, ივანიშვილი და მისი გარემოცვა", - ამის შესახებ საუბარია სენატისა და 15 ეროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბენ კარდინმა გაავრცელა. განცხადება "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ რუსული კანონის მიღებას ეხმაურება. 

"ჩვენ არასდროს მივატოვებთ ქართველ ხალხს, რომელმაც დემოკრატიული ღირებულებებისადმი თავისი მტკიცე ერთგულება მშვიდობიანი წინააღმდეგობის გზით გაბედულად გამოავლინა. ჩვენ არ მოვერიდებით პასუხისმგებლობის დაკისრებას მათზე, ვინც რუსული სტილის კანონის მიღებასა და არაძალადობრივი აქციის მონაწილეებზე ბრუტალურ მოპყრობაზეა პასუხისმგებელი. მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა. მივმართავთ ქართველ ხალხს: თქვენ მარტო არ ხართ!" - წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ ევროპული ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები: ბელგიიდან, ჩეხეთიდან, ესტონეთიდან, ფინეთიდან, გერმანიიდან, ისლანდიიდან, ირლანდიიდან, იტალიიდან, ევროკავშირიდან, ლატვიიდან, ლიეტუვადან, ნორვეგიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ბენჯამინ ლ. კარდინი - აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
  • მარკ დემესმაიკერი - ბელგიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
  • პაველ ფიშერი - ჩეხეთის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე;
  • მარეკ ჟენიშეკი - ჩეხეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
  • მარკო მიჰკელსონი - ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
  • იუკა კოპრა - ფინეთის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე;
  • მიხაილ როთი - გერმანიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
  • Diljá Mist Einarsdóttir - ისლანდიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
  • ჩარლზ ფლანაგანი - ირლანდიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
  • ლია კვარტაპელე - იტალიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
  • ანდრიუს კუბილიუსი - ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი;
  • რიჩარდს კოლსი - ლატვიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
  • ჟიგიმანტას პავილიონისი - ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
  • ბოგდან კლიჩი - პოლონეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე;
  • ალექსანდრე მერეჟკო - უკრაინის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
  • ალისია კერნსი - ბრიტანეთის საგარეო საქმეთა შესარჩევი კომიტეტის თავმჯდომარე. 
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი