პუტინი ჩინეთში ჩავიდა და სი ძინპინს ხვდება

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ჩინეთში, პეკინში ჩავიდა, სადაც სი ძინპინს ხვდება. ეს მისი პირველი საერთაშორისო ვიზიტია უპრეცედენტო, მეხუთე საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ. 

პუტინს მასშტაბური დახვედრის ცერემონიალი მოუწყვეს, შესრულდა რუსეთისა და ჩინეთის ჰიმნები, პრეზიდენტის მარშრუტი გაფორმებული იყო წითელი ხალიჩით.

ჩინეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მის ქვეყანასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 75-ე წლისთავია და რომ ის და პუტინი ერთმანეთს 40-ზე მეტჯერ შეხვდნენ.

"გასული წლების განმავლობაში, მე და პრეზიდენტი პუტინი 40-ზე მეტჯერ შევხვდით, მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდა, რათა სტრატეგიულად წარმართულიყო ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები, განვითარებულიყო ჯანსაღი, სტაბილური და შეუფერხებელი გზით", - თქვა მან.

მან აღნიშნა, რომ ურთიერთობები "იოლი არ ყოფილა" და რომ ორივე მხარემ კიდევ უფრო მეტად უნდა დააფასოს და დაიცვას ის.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი