აქციებზე დაკავებული 180 პირი მოვინახულეთ, მათგან 93 პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა | ომბუდსმენი

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ 15 აპრილიდან 17 მაისის პერიოდში მათმა რწმუმნებულებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული 180 პირი მოინახულეს. უწყების თქმით, მათგან 93 პირი პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა.

"71-მა პირმა ითხოვა რეაგირება, რის თაობაზეც მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ცხელ ხაზზე შემოვიდა 382 შეტყობინება," - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი