Covid 19 - უფულოდ მეორე ტალღის პირისპირ

გამოქვეყნდა:

ლაბორატორიებში, სადაც "პისიარ" ტესტირებას სახელმწიფო პროგრამით ატარებენ, უკიდურეს ფინანსურ კრიზისს ებრძვიან. კერძო ლაბორატორიებისთვის დაავადებათა კონტროლის ცენტრს დავალიანება 100 ათასობით ლარი აქვს. მთელი ზაფულის განმავლობაში კვლევითი ცენტრები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში "პისიარ" ტესტებს უწყვეტად ატარებდნენ, დღის განმავლობაში მინიმუმ 300 პაციენტის მასალას იკვლევდნენ, რაც მხოლოდ ერთ დღეში 9000 ლარს უდრის, თუმცა, ამირან გამყრელიძის უწყება ფულის ჩარიცხვაზე უარს ეუბნებოდა, დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში კი ლაბორატორიის ხელმძღვანელები მუქარასა და შანტაჟს იღებდნენ. 

კერძო ლაბორატორიები სახელმწიფომ საბოლოოდ გაწირა. უხელფასოდ დარჩენილი მედპერსონალი კი საკუთარ ანაზღაურებას ახლა ლაბორატორიების ხელმძღვანელებს სთხოვს. 

ქვეყანაში არსებული 780 საწოლიდან 60%-ზე მეტი უკვე დაკავებულია, დამატებითი ადგილების მობილიზებას კი მხოლოდ ახლა ცდილობენ მაშინ, როცა დღის განმავლობაში დადასტურებული შემთხვევები სამციფრიან ნიშნულზეა. სახელმწიფომ მოქალაქეები ეპიდემიის პირისპირ მიატოვა. სად წავიდა კოვიდის ფონდის ფული, ალბათ გამოძიებამ უნდა შეისწავლოს. 

დაინტერესდება თუ არა საგამოძიებო უწყებები სავარაუდო კორუფციის თემით, უცნობია. სპეციალისტები, რომლებიც ხელისუფლებამ ანაზღაურების გარეშე დატოვა, ახლა გამოსავალს ეძებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი