საგარეო საქმეთა სამინისტროს უპრეცედენტო და სკანდალური გადაწყვეტილება - დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ეროვნული დღესასწაული ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სავარაუდოდ არ აღინიშნება. საელჩოების უმრავლესობაში საზეიმო მიღებაზე მიწვეულმა სტუმრებმა უკვე მიიღეს შეტყობინებები ღონისძიების გაუქმების თაობაზე. თავად დარჩიაშვილის უწყება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღების გაუქმებას ტექნიკური მიზეზით ხნის, აქვე დიპლომატიური უწყების წერილში ნათქვამია,რომ 70 წარმომადგენლობიდან საზეიმო მიღება მხოლოდ 30-ში გაიმართება.
ყოფილი დიპლომატებისთვის ეს არის პირდაპირი სიგნალი, რომ ოცნების ხელისუფლება ქვეყნის მეგობრებთან ურთიერთობაში ღიად კონფრონტაციის გზას ირჩევს.
"მთავარისთვის" ცნობილი ხდება, რომ ესტონეთსა და სან ფრანცისკოს გარდა, საზეიმო მიღებები სხვადასხვა ქვეყანაში ერთმანეთის მიყოლებით უქმდება. დამოუკიდებლობის დღის ოფიციალური ღონისძიება სავარაუდოდ არ გაიმართება ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში. სტუმრები გააფრთხილეს ბულგარეთსა და ჩეხეთშიც. "მთავარის" ინფორმაციით, პრაღაში საელჩოს თანამშრომელმა დიასპორას ჩაშლილი ღონისძიების შესახებ სატელეფონო ზარით შეატყობინა.
იხილეთ: