განწირულები ვართ ერთმანეთთან თანამშრომლობისთვის - ხატია დეკანოიძე

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში შემავალმა პარტიებმა ერთმანეთთან თანამშრომლობა უნდა შეძლონ. ამის შესახებ მაჟორიტარობის კანდიდატმა "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი დებატები" ისაუბრა, რომელიც დღეიდან ყოველ შაბათს გავა.

დეკანოიძის თქმით, თუ "ნაციონალური მოძრაობა" ამომრჩევლისგან მეტ ხმას მიიღებს, პარტია წამყვანი ძალა იქნება.

ჩვენთვის მთავარი ის არის რომ თვისებრივად სხვა დემოკრატიაზე გადავიდეთ ახლა, ეს გულისხმობს ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ამომრჩეველი გადაწყვეტს თუ "ნაციონალური მოძრაობა" მიიღებს მეტ წილს ოპოზიციურ კალათაში, ნამვიდილად ის იქნება ავნგარდში და წამყვანი ძალა, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ განწირულები ვართ ერთმანეთთან თანამშრომლობისთვის, ეს იქნება მრავალპარტიული პარლამენტი, - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ისნის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად ხატია დეკანოიძე 26 აგვისტოს წარადგინა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი