არა რუსულ კანონს! - გერმანიის ქალაქ შტუტგარტში მცხოვრებმა ქართველებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს "ოცნების" ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკა, რეპრესიული კანონის მიღება და ანტირუსული აქციების მონაწილეების მიმართ განხორციელებული ძალადობა.
"ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ მთავრობა ცდილობს საქართველოს ევროპული გზიდან გადაყვანას და უკან, საბჭოთა კავშირისკენ, რუსეთისკენ მიბრუნებას, რაზეც ჩვენ ვამბობთ არას," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.