"ემანუელ მაკრონს მივწერე, რომ 26 მაისს თბილისში ველოდები" | ზურაბიშვილის ინტერვიუ La Tribune Dimanche-თან

გამოქვეყნდა:

"ემანუელ მაკრონს მივწერე, რომ 26 მაისს თბილისში ველოდები", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ გამოცემა La Tribune Dimanche-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ემანუელ მაკრონი პრაქტიკულად ჩემი არჩევის შემდეგ, 2018 წელს დამპირდა, რომ ჩამოვიდოდა [საქართველოში]. მან ეს საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე უნდა გააკეთოს [საქართველოს საპარლამენტო არჩევნები], სექტემბერში...

მე მივწერე პრეზიდენტ მაკრონს, რომ მე ველოდები მას [თბილისში] საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. მხოლოდ საქართველო არ არის სასწორზე, ეს საკითხი კავკასიის საბოლოოდ გამოდევნას ეხება საბჭოთა უღელისა და რუსული გავლენისგან", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღეს, ემანუელ მაკრონმა, ოლაფ შოლცთან ერთად, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე განცხადება გამოაქვყენა: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი