"თავისებური ქალი, ზურაბიშვილი, როგორც ჩანს, თავდაუზოგავად ცდილობს არასტაბილურობას საკუთარ ქვეყანაში..." | კარასინი პრეზიდენტის ვეტოზე

გამოქვეყნდა:

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი, რუსულ კანონზე პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტოს ეხმაურება. კრემლის მაღალჩინოსანი "ქართული ოცნების" ნარატივს იმეორებს. გრიგორი კარასინი პრეზიდენტს საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობაში ადანაშაულებს. 

"თავისებური ქალი, ზურაბიშვილი, როგორც ჩანს, თავდაუზოგავად ცდილობს არასტაბილურობას საკუთარ ქვეყანაში. პარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ მიღებული კანონი უცხოური აგენტების შესახებ მასში უცნაურად დაჟინებულ უარყოფას იწვევს. აქ ჩნდება კითხვა: ვის ინტერესებს იცავს ქალბატონი პრეზიდენტი? სცენარი ზოგადად ნათელია, მაგრამ მნიშვნელოვანია, პოლიტიკოსმა არ დაკარგოს ზომიერების გრძნობა", - ამბობს კარასინი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი