რეჟიმი, რომელიც საქართველოს მომავლის განადგურებას რუსული კანონით აპირებს, არა მხოლოდ იდეურად დგას პუტინიზმის საწყისებზე, არამედ მოთოდებითაც. პოლიციელები, რომლებიც კანონის სადარაჯოზე უნდა იდგნენ, ხშირად თვითონ და საკმაოდ დემონსტრაციულად არღვევენ კანონს, ისინი, ვინც მოქალაქეების უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდნენ, თავად ურტყამენ ამ მოქალაქეებს გამეტებით.
გასული დღეების განმავლობაში, მთელმა საქართველომ იხილა სამართალდამცველთა მხრიდან ჩადენილი უსამართლობა და უკანონობა - დასჯით, არც ერთი პოლიციელი არავის დაუსჯია. არც გამოძიება წასულა წინ. მიუხედავად იმისა, რომ მოძალადე პოლიციელების ნაწილი თავად მედიამ და საზოგადოებამ ამხილა და გამოაშკავა.
ის რომ, პოლიცია თავის მოქალაქეებს ასე გამეტებით ურტყამს, ცხადია პოლიტიკური დაკვეთაა, ისევე როგორც ის, რომ ფორმიან პოლიციელებს სახე ნიღბებით ჰქონდეთ დაფარული. დრო გადის, პოლიციელისთვის მუჯლუგინის მირტყმის გამო ადამიანებს 7-წლიანი ციხით ემუქრებიან, ხოლო ის პოლიციელები, რომლებმაც კამერების წინ, მშვიდობიან დემონსტრანტებს წიხლებით შედგნენ და სახის ძვლები დაუმტვრიეს, ჯერ არც კი დაუკითხავს.