დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა ქართველ ხალხს | "ოცნების" ანტიევროპული განცხადებები და რუსული კანონი საქართველოში

გამოქვეყნდა:

„საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება თავად საქართველოზეა დამოკიდებული“ - ეს გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ერთობლივი განცხადებაა, სადაც თანამედროვე ევროპის ლიდერებმა პრაქტიკულად ღიად დააფიქსირეს თავიანთი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული განაცხადის მიმართ, და იმავდროულად კიდევ ერთხელ დაგვაფიქრეს იმაზე, შესაძლებლობების რა ფანჯარას უშვებს ხელიდან საქართველო.

ეს მხარდაჭერის და სოლიდარობის უპრეცედენტო ფორმაა, და ევროპის ყველაზე მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან. ქვეყანა, რომელიც დღეს რუსული მეთოდებით და კრემლში გენერირებული კონსპირაციების თეორიებით იმართება. გამაოგნებელი და უხერხული აღმოჩნდა "ოცნების" ერთ-ერთი დეპუტატის ინტრევიუ ინგლისურენოვან ჟურნალისტებთან, სადაც ის გლობალურ ომის პარტიასა და მასონების მიერ მართულ მსოფლიო წესრიგზე უმტკიცებდა აუდიტორიას. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი