კანადაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა ტორონტოში, ლასტმანის მოედანზე, საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ქართველების ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ. აქციაში მონაწილეობდნენ კანადაში მცხოვრები ბელორუსი და უკრაინელი აქტივისტებიც.
ლასტმანის მოედნიდან ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო მსვლელობით რუსეთის საკონსულოსთან გადაინაცვლეს, საიდანაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო და არ შეაჩერონ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.