
რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს "ოცნება" სავარაუდოდ მომავალ კვირას დაძლევს. ვეტოს საკითხი დღეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება, ამის შემდეგ კი იურიდიულ საკითხა კომიტეტზე გავა განსახილველად, რის შემდეგაც, სავარაუდოდ სამშაბათს, 28 მაისს მას პლენარულ სხდომაზე გაიტანენ.
"რა თქმა უნდა, პარლამენტი ამ ვეტოს დაძლევს, ვინაიდან, ეს აჩვენებს ამ კანონის ქართულობას.
იცით, რომ ვეტო შემოსული არის. დღეს ბიუროს მეშვეობით გადაეცემა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. კომიტეტი განიხილავს და შემდეგ სასესიო კვირაში დაიძლევა" - თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა "ოცნების" მიღებულ რუსულ კანონს ვეტო 18 მაისს დაადო.
იხილეთ: