მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა საქართველოს განვითარების ორ შესაძლებლობას სთავაზობს. შეერთებულ შტატებში ფაქტობრივად მზად არის კანონპროექტი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის მიღებას, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლას და ადამიანის უფლებების სრულ უგულებელყოფას. რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის პროექტში პირდაპირ წერია, რომ ვეტოს დაძლევის და რუსული კანონის საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში სანქციები არის გარდაუვალი.
მაგრამ დოკუმენტში არსებობს მოვლენათა საპირისპირო სცენარით განვითარებასთან დაკავშირებული მუხლებიც. თუ ქვეყნის ხელისუფლება გაითვალისწინებს ქართველი ხალხის ნებას, უარს იტყვის კანონზე და გააძლიერებს პრო-დასავლურ განვითარებას, შეერთებული შტატები პოლიტიკური და ეკონომიკური დაახლოვებისთვის რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამს.
იხილეთ ასევე: