თბილისის საქალაქო სასამართლოში "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხეს.
როგორც მან ჟურნალისტებთან თქვა, გამოკითხვაზე მოასმენინეს ჩანაწერები, რომლებიც სამთავრობო მედიასაშუალებამ, TV იმედმა რამდენიმე დღის წინ გააშუქა. მისი ინფორმაციით, სასამართლოში დაადასტურა, რომ აღნიშნულ ჩანაწერებში თავად ლაპარაკობს, თუმცა ის რამდენიმე წლის წინანდელია და კავშირი არ აქვს მიმდინარე აქციებთან. ზურა ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ საქმე მის წინააღმდეგაც აღძრან.
"იმედმა რომ გაუშვა რაღაც ჩანაწერები სუს-ის მიერ გაკეთებული. ეგ ჩანაწერები არის ორი ან მეტი ხნის წინ გაკეთებული. მაგას აბამენ ამ აქციებს. ვუთხარი, რომ კი, ნალაპარაკები მაქვს-მეთქი.
ყველა სიტყვაზე თავს ვერ დავდებ, შეიძლება, მონტაჟი იყოს-მეთქი, მაგრამ დაახლოებით შინაარსი ეგ იყო-მეთქი, ოღონდ მაგას ამ აქციებთან არანაირი კავშირი არ აქვს. კითხვები იყო, რომ ოდესმე თუ დაგიორგანიზებია ძალადობაო და არა-მეთქი. დღეს მორჩა და მერე რას იზამენ, არ ვიცი. ხმის ნიმუში გვინდაო და არ მოგცემთ-მეთქი.
ყველაფერი შეიძლება... აწი ამათგან ყველაფერი შეიძლება. მაგ სტადიაში არიან... შეიძლება [დამაკავონ] კი, მიდი და ამტკიცე, რომ ის იმედის ჩანაწერი სამი წლის წინ არის ჩაწერილი", - თქვა ჯაფარიძემ.