"ვწუხვარ, მაგრამ შორიდან, დამკვირვებლის პოზიციაში ყოფნა აზიანებს EU-საც და ქართველ ხალხსაც", - ამის შესახებ ევროპარლამენტარი მირიან ლექსმანი X-ზე წერს და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მიმართავს. ევროპარლამენტარი ორი ქვეყნის ლიდერის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც "საქართველოს ევროპული გზა გაწერილია - მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული".
"ვწუხვარ, მაგრამ შორიდან, დამკვირვებლის პოზიციაში ყოფნა აზიანებს ევროკავშირსაც და ქართველ ხალხსაც. ჩვენ არ შეგვიძლია, ვიყოთ ლეთარგიული, როცა "ქართული ოცნება" ძირს უთხრის დემოკრატიას და ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს", - წერს ლექსმანი.