"თუ "ოცნება" კანონს დაამტკიცებს, მცირე შანსსაც ვერ ვხედავ, რომ ესტონეთმა საქართველოს ხმა მისცეს, რათა ევროკავშირმა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას", - ამის შესახებ ესტონეთის ელჩი საქართველოში, რინა კალიურანდი TV პირველთან საუბრობს.
"თუ "ქართული ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს და კანონს დაამტკიცებს, მცირე შანსსაც ვერ ვხედავ, რომ ესტონეთმა საქართველოს ხმა მისცეს, რათა ევროკავშირმა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას.
მთავრობამ ძალიან მკაფიო მესიჯი მიიღო, რომ ამას მოჰყვებოდა შედეგები. ეს საქართველოს დააყოვნებს, როცა საქმე მიდგება ევროკავშირში ინტეგრაციას. მიზეზი ამ კანონის დასამტკიცებლად არ აქვთ. როგორც უნდა იყვნენ დასავლელი პარტნიორები საფრთხე საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის. სამოქალაქო საზოგადოებას აქვს ხმა, ეს არის ძალიან ძლიერი ხმა, რომელიც ყველაფერს ბალანსებს," - ამბობს კალიურანდი.