რუსული კანონის მიღების უმძიმეს შედეგებზე ღიად მიუთითებს თეთრი სახლი. განცხადება პრეზიდენტის სპეციალურმა თანაშემწემ გააკეთა და ხაზგაზმთ აღინაშნა, რომ რეპრესიული კანონით არჩევნების ჩატარება, მისი შედეგების ლეგიტიმაციას საფრთხის ქვეშ დააყენებს. ახლა საქართველოს ხელისუფლების ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება მთავარი სტრატეგიული პარტნიორის განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშაა და ქვეყნის გაცხადებული საგარეო კურსიდან გადახვევა სავარაუდოდ მოკავშირეებთან ურთიერთობის გადახედვის წინაპირობა გახდება. საუბარია როგორც ევროკავშირში, ასევე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციასა და ზოგადად პარტნიორ სახხელმწიფოებთან ურთიერთობაზე.