შესაძლოა, საქართველო ევროკავშირის გარეშეც დარჩეს | ევროპული საბჭოს სხდომა ბრიუსელში

გამოქვეყნდა:

ევროპის პოლიტიკური დედაქალაქი დღეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების მნიშვნელოვანი შეხვედრის ადგილია. მთელი დღეა ევროპელი მინისტრები ევროკავშირის გაფართოების საკითხზე დახურულ ფორმატში მსჯელობენ. დღეს დასახელდა სავარაუდო თარიღი, როდესაც უკრაინას და მოლდოვასთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები გაიხსნება, რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანაც განხილვის ერთ-ერთი თემაა, თუმცა ბრიუსელში დღეს "ოცნების" ხელისუფლების ანტიდასავლურ ნაბიჯებსა და რუსულ კანონზე მსჯელობენ. ბრიუსელში კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო არათუ მოლაპარაკების ეტაპზე უნდა გადავიდეს, არამედ, შესაძლოა, ამ დრომდე მიღწეული შედეგებიც გაბათილდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი