FT: EU-ის რამდენიმე ქვეყანა საქართველოს მიმართ სანქციების დაწესებას ითხოვს, ვარიანტები უვიზო მიმოსვლის შეჩერებასაც მოიცავს

გამოქვეყნდა:

Financial Times ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს.

"ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს, მათ შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას", - ნათქვამია სტატიაში და აღნიშნულია, რომ მიზეზი საქართველოს პარლამენტის მიერ რუსეთის მიერ შთაგონებული "უცხოური აგენტების" კანონის მიღებაა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი ხელმძღვანელობენ ინიციატივას, საქართველოს მთავრობის მიმართ შემაკავებელი ზომები მომავალ კვირას გასამართ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილონ. ვარიანტებს შორისაა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერება, მიზანმიმართული სანქციები და ევროკავშირის ფონდების გაყინვა.

ევროპული დედაქალაქები განიხილავენ "საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის განსხვავებულ ზომებს", იტყობინებიან ამ საკითხთან დაკავშირებული ოფიციალური პირები.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამოქმედების შემთხვევაში "უცხოური აგენტების" კანონი წარმოადგენს მნიშვნელოვან დაბრკოლებას საქართველოს გაწევრიანების პროცესში, რაც ამძაფრებს შეშფოთებას, რომ ქვეყანა სულ უფრო სწრაფად მიიწევს რუსეთის ორბიტისკენ.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი