ლიეტუვის პარლამეტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, გაიწვიოს რუსული კანონი. რეზოლუციას მხარი 93-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი წინააღმდეგი იყო, ათმა კი თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან. ლიეტუვის პარლამენტი რეზოლუციაში გამოხატავს მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ.
სეიმი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს: "განიხილონ საპასუხო ზომების შესაძლებლობა თუ საქართველოს მთავრობა უარყოფს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს, განაგრძობს ამ კანონის იმპლემენტაციას და განაგრძობს სამოქალაქო საზოგადოების დევნას".
სეიმი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:
"საქართველოს მთავრობის ქმედებები არ შეესაბამება საქართველოს საზოგადოების მისწრაფებებს და ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაზე ქვეყნის მიერ გაცხადებულ მიზნებს, შესაძლოა სერიოზული გრძელვადიანი შედეგები მოჰყვეს ქვეყნის გეოპოლიტიკურ ორიენტაციასა და დემოკრატიაზე", - ნათქვამია რეზოლუციაში.
სეიმმა მკაცრად დაგმო ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც აშუქებდნენ დემონსტრაციებს, ასევე ცილისწამების, დაშინებისა და ფიზიკური ძალადობის ორგანიზებული კამპანია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ
რეზოლუციაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ასეთი ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს მშვიდობიანი შეკრებებისა და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობას, მიუღებელია, განსაკუთრებით ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში.