სუნაკის თქმით, გაერთიანებულ სამეფოში საყოველთაო არჩევნები 4 ივლისს გაიმართება

გამოქვეყნდა:

გაერთიანებულ სამეფოში საყოველთაო არჩევნები ნაადრევად, 4 ივლისს გაიმართება, - ამის შესახებ პრემიერმინისტრი რიში სუნაკი საუბრობს. ამბობს, რომ მეფე ჩარლზ მესამემ პარლამენტის დათხოვნის მოწოდება უკვე დააკმაყოფილა.

მას შემდეგ, რაც დღეს თემთა პალატაში მისულმა სუნაკმა არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ნაციონალური პარტიის წევრის, სტივენ ფლინის კითხვა მოისმინა, დაუნინგ სტრიტზე დაბრუნებულმა მინისტრთა კაბინეტის წევრები დაიბარა. სწორედ ამის შემდეგ მიმართა მან მონარქს. 

ცნობისთვის, საყოველთაო არჩევნები 2025 წლის იანვრის ბოლომდე უნდა გამართულიყო, თუმცა ჯერ კიდევ იანვარში, რიში სუნაკმა აღნიშნა, რომ არჩევნები 2024 წლის მეორე ნახევარში გაიმართებოდა, რაც პირველი ივლისის შემდგომ პერიოდს მოიცავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი