ესპანეთი, ირლანდია და ნორვეგია პალესტინის სახელმწიფოს აღიარებენ

გამოქვეყნდა:

ირლანდიამ, ნორვეგიამ და ესპანეთმა ოფიციალურად აღიარეს პალესტინის სახელმწიფო, რამაც აიძულა ისრაელი გაიწვიოს თავისი ელჩები ევროპის ორი სახელმწიფოდან (ირლანდია, ნორვეგია). სამი ევროპული ქვეყანა აცხადებს, რომ მათი გადაწყვეტილება არის საუკეთესო გზა ახლო აღმოსავლეთში გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად.

ოთხშაბათს სიტყვით გამოსვლისას ირლანდიის პრემიერმინისტრმა საიმონ ჰარისმა თქვა: "დღეს ირლანდია, ნორვეგია და ესპანეთი აცხადებენ, რომ ჩვენ ვაღიარებთ პალესტინის სახელმწიფოს, თითოეული ჩვენგანი გადადგამს ყველა ნაბიჯს, რომელიც აუცილებელია ამ გადაწყვეტილების რეალიზაციისთვის".

მან ასევე აღნიშნა, რომ დარწმუნებულია მომავალ დღეებში სხვა ქვეყნების მიიღებენ მსგავს გადაწყვეტილებას. ამ განცხადებიდან მალევე ესპანეთის პრემიერმა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადეს, რომ ორივე ქვეყანა აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს 28 მაისიდან. 

ირლანდიის პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა ვერ იქნება, თუ არ იქნება
აღიარება.

ნორვეგიის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ტერორი "ჰამასისა" და მებძოლთა ჯგუფების მიერ განხორციელდა, რომლებიც არ უჭერენ მხარს ორი სახლემწიფოს გადაწყვეტას.

ახლა, გაეროს 193 წევრი ქვეყნიდან 140-ზე მეტი ოფიციალურად აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი