ალექს რაუფოღლუ: მოსალოდნელია, MEGOBARI Act-ის ინიციატივა კონგრესში დღესვე წარადგინონ

გამოქვეყნდა:

Foreign Press USA-ს კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ აშშ-ის კონგრესიდან წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა კონგრესს დღესვე წარედგინოს კანონპროექტი - MEGOBARI Act, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ შემუშავდა.

"განახლება!!! მოსალოდნელია, რომ "საქართველოს სანქციების" ინიციატივა (MEGOBARI Act-ის კანონპროექტი) სავარაუდოდ, დღესვე იქნება წარდგენილი. მაცნობა კონგრესიდან წყარომ", - წერს ის X-ზე.

20 მაისს გამოცემა "პოლიტიკომ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა კონგრესში ამ კვირაში წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ამერიკამ საქართველოს შესაძლოა გამოუყოს დახმარების პაკეტი ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში, თუკი საქართველოს მთავრობა შეწყვეტს მზარდად ანტიდასავლურ რიტორიკას და უკუსვლას ადამიანის უფლებების კუთხით. გარდა ამისა, "პოლიტიკოს" ცნობით, კანონპროექტი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასაც მოითხოვს. 

გამოცემა წერს, რომ პროგრამა გააქტიურდება იმ შემთხვევაში, თუ აშშ დაადასტურებს, რომ  "საქართველომ აჩვენა მნიშვნელოვანი და მდგრადი პროგრესი დემოკრატიის აღმავლობის მიმართულებით, რაც დასტურდება, მინიმუმ, არსებითად სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებით და დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემოთი".

გარდა ამისა, POLITICO-ს ინფორმაციით, კანონპროექტი საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის აქტივების გაყინვასა და სავიზო აკრძალვებს ითვალისწინებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი