პროფესორ-მასწავლებლების ინფორმაციით, მთავრობამ უკვე დაიწყო კონკრეტულ კანონპროექტზე მუშაობა, რომელიც პროფესორების ატესტაციის წესს ქართული ოცნების პარტიულ კონტროლს დაუქვემდებარებს. თუ ამჟამად მოქმედი წესით, ლექტორებს 10 წელიწადში ერთხელ უწევთ გამოცდების ჩაბარება, ატესტაციის წესებით, მათ უკვე 5 წელიწადში ერთხელ მოუწევთ ამ პროცედურის გავლა, ხოლო კომისიას, რომელიც მათ შეაფასებს, თსუ-ის ხელმძღვანელობა დააკომპლექტებს. სხვა დეტალები ამ კანონპროექტის შესახებ უცნობია.
შეგახსენებთ, პრემიერმა კობახიძემ უმაღლეს სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს რეპრესიები დაუანონსა:
"თსუ-ს პროფესორების დიდი ნაწილი არის მთლიანად პოლიტიკური ნიშნით შერჩეული," - განაცხადა მან "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში.
კობახიძის განცხადებებზე ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია თსუ-ს რექტორს, ჯაბა სამუშიას.
იხილეთ: