"ეს საქალეთი საცოდავები არიან" - "ოცნების" მაღალჩინოსანი "ლელოზე" და მუქარა პირადი კადრებით

გამოქვეყნდა:

პარტია "ლელო" ქართულ ოცნების მაღალჩინოსანს  მუქარასა და შევიწროებაში  ადანაშაულებს. პარტიის ქალი წევრები ყვებიან, რომ მმართველი გუნდის  ერთ-ერთი მაღალჩინოსანი სამეგრელო-ზემო სვანეთში, ლაშა გვასალია ლელოს პარტიის ქალ წევრებს შეურაცხყოფას აყენებს და პირადი ცხოვრების ამსახველი  კადრების გასაჯაროებით ემუქრება.

მისი კომენტარები არის სექსისტური, გამოიხატება ქალთა შევიწროების ფაქტი, რაც ნათლად ჩანს მის კომენტარებში. სამწუხაროდ მსგავს ფაქტებზე რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან არ ხდება. ეს არის ლაშა გვასალია, გუბერნატორის აპარატის თანამშრომელი - ამბობს  სოფო შამუგია.

ლელოს ბრალდებებს ლაშა გვასალია უარყოფს და ამბობს,რომ "ლელოს" წევრებმა ხუმრობა შეურაცხყოფად აღიქვეს.

შემოვარდნენ ჩემს პირად გვერდზე ხუმრობა ჩამითვალეს შეურაცხყოფად, მათ ვერ გაიგეს სიტყვა აგელასტი, ესენი უწიგნურები არიან, უწიგნურებისთვის არ მცალია, ეს პარტია და ეს საქალეთი  ამ ფორმით რომ აპირებს საზოგადოებისგან მხარდაჭერის მირებას საცოდავები არიან. საზოგადოებამ კარგად იცის ლაშა გვასალია ვინ არის და ესენი ვინ არიან. - ამბობს გვასალია.

შეგახსენებთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟზე განცხადება "სტრატეგია აღამშენებლის" ლიდერმაც გააკეთა. გიორგი ვაშაძემ 6 სექტემბერს თქვა, რომ მისი პარტიის წევრს დაემუქრნენ. ამის შემდეგ ვაშაძე გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა ვაშაძემ გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი