სანქციების მოლოდინში | აშშ-ში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ - MEGOBARI Act და "ქართველი ხალხის აქტი" უკვე მზადაა

გამოქვეყნდა:

ვაშინგტონის პოზიცია "ქართულ ოცნებასთან" ურთიერთობაში სულ უფრო ხისტი ხდება. ფაქტია, რომ მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ხელისუფლებაში უკვე საბოლოოდ არის მიღებული გადაწყვეტილება სანქციების დაწესების შესახებ. არსებობს მოლოდინი, რომ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში სულ რამდენიმე საათში დარეგისტრირდება ე.წ. MEGOBARI აქტი, რომელშიც სწორედ "ქართული ოცნების", ხელისუფლების, ძალოვანებისა და ბიზნესწრეების იმ წარმომადგენლების სანქცირებაზეა საუბარი, რომლებიც უშუალოდ არიან ჩრთული რუსული კანონის მიღების პროცესში. და ეს მხოლოდ დასაწყისია - სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ მსგავსი აქტი დასარეგისტრირებლად შედის სენატში. სენატორები რიში და შაჰინი ასევე უახლოეს საათებში სენატს წარუდგენენ "ქართველი ხალხის აქტს", რომელიც ასევე მკაცრს სანქციებს გულისხმობს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი