"კობახიძეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს მის ბრალდებებს", - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერი Politico-სთან საუბრობს, რომელიც კობახიძის ანდიდასავლურ განცხადებაზე მორიგ სტატიას აქვეყნებს.
"ეს არ არის სიმართლე. ოფიციალური პასუხი მოკლე ვადაში გამოქვეყნდება; კობახიძეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს მის ბრალდებებს", - უთხრა გამოცემას კობახიძის განცხადებაზე საპასუხოდ, ევროკომისიის პრესსპიკერმა.