"ეს კანონპროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ურყევ ერთგულებას [ქართველი ხალხის] მიმართ" | უილსონი MEGOBARI Act-ზე

გამოქვეყნდა:

"ეს კანონპროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ურყევ ერთგულებას [ქართველი ხალხის] მიმართ," - ამის შესახებ კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე წერს, რომელიც აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ MEGOBARI Act-ს დღეს წარადგენს. 

"ქართველმა ხალხმა ნათლად განაცხადა: მათ არაფერი უნდათ პუტინის იმპერიასთან. ეს კანონპროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ურყევ ერთგულებას მათ მიმართ, აჩვენებს რეალურ ფასს დემოკრატიაზე თავდასხმებისთვის და ხაზს უსვამს უკეთეს, ალტერნატიულ გზას," - წერს უილსონი, რომელიც MEGOBARI Act-ის ავტორია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი