"ამათ ჰგონიათ, რომ ვიტყუებით როდესაც ვამბობთ რომ შედეგები იქნება", - ამის შესახებ, Foxnews-ისთვის გაგზავნილ წერილობით კომენტარში კონგრესმენი ჯო უილსონი წერს, რომელიც აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ MEGOBARI Act-ს დღეს წარადგენს.
"ამათ ჰგონიათ, რომ ვიტყუებით, როდესაც ვამბობთ, რომ ქართველი ხალხისა და შეერთებული შტატების
კავშირზე თავდასხმისთვის შედეგები იქნება. MEGOBARI Act აჩვენებს, რომ აშშ უპასუხებს მათ ფიცის გატეხვას ქართველ ხალხსა და პროდასავლურ მომავალთან. ის ასევე აჩვენებს, რომ კონგრესს სურს ძლიერი და ნათელი მომავალი ამ ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ამაზე მხოლოდ ვისაუბროთ, არამედ ვიმოქმედოთ", - წერს უილსონი.