
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 2020 წლის რთველში მიიღო მონაწილობა და ყურძენი დაკრიფა. შესაბამისი ფოტო მასალა პრეზიდენტმა საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი ზაფხულის განმავლობაში საქართველოს სხავდასხვა კუთხეებში ექსკურსიებზე იმყოფებოდა. ბოლოს მან ძალისის ნაქალაქარი მოინახულა.
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ფარგლებში მოგზაურობა შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით დაიწყო.
17 ივნისს მან ციხისძირში მდებარე ქაჯეთის ციხე მოინახულა. ქაჯეთის ციხისა და ქსნის ერისთავების ციხესიმაგრის მონახულების შემდეგ კი, საქართველოს პრეზიდენტმა ლეჩხუმის სოფლები დაათვალიერა. ზურაბიშვილი, ასევე იმყოფებოდა ჯავახეთსა და სარკინეთში. გუშინ, 21 აგვისტოს პრეზიდენტი კახეთში სიღნაღსა და სოფელ ქედელს ეწვია.