ხელისუფლება სამოქალაქო აქტივისტების დაშინებას ისევ პოლიტიკური სასამართლო პროცესებით ცდილობს - საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული პროცესები დღესაც მიმდინარეობს. ცნობილია, რომ დღეს, საქალაქოში ათობით პირის პროცესი გაიმართება.
სამოქალაქო აქტივისტებს ხელისუფლება ძირითად შემთხვევაში პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, შეკრებისა და მანიფესტაციის კანონის დარღვევასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება.
აქტივისტები ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს პროცესზე არ აქვთ წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რაც მათ ბრალეულობას დაადასტურებდა.
სხდომაზე აქციის უკვე არაერთი მონაწილე გაამტყუნეს და მათ 500-500-ლარიანი ჯარიმაც შეუფარდეს. ერთ-ერთ მათგანს კი 2200 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა - სასამართლო მას წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა.
ავტორი: დავით კობიძე