"ჩემი კანონპროექტი ["ქართველი ხალხის აქტი"] კიდევ ერთხელ დაადასტურებს ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის მიმართ" | შაჰინი

გამოქვეყნდა:

"ჩემი კანონპროექტი ["ქართველი ხალხის აქტი"] კიდევ ერთხელ დაადასტურებს ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის მიმართ", - წერს ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი X-ზე

"ძალიან შემაშფოთებელია საქართველოში უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება. ჩემი კანონპროექტი ["ქართველი ხალხის აქტი"] დააწესებს ჯარიმებს საქართველოში იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ სწრაფ პოლიტიკურ ცვლილებაზე და გადააფასებს აშშ-ს დახმარებას, ამასთან, კიდევ ერთხელ დაადასტურებს ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის მიმართ" - წერს სენატორი შაჰინი.

შეგახსენებთ, რომ "ქართველი ხალხის აქტი" დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა შეიმუშავეს. სენატორების მიერ შემუშავებული დოკუმენტი ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირებასა და ქართველი ხალხის მხარდაჭერას გულისხმობს.

მანამდე, Politico-მ დაწერა, რომ აღნიშნული კანონპროექტი დააწესებს მოგზაურობის აკრძალვას და სხვა სანქციებს იმ ქართველი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებსაც ბრალი ედებათ "საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში ხელის შეშლაში" და შეინიშნებიან "კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და უცხოელი აგენტების შესახებ კანონის წინსვლისა და მისი მიღების ხელშეწყობაში". ის ასევე მოითხოვს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული დიალოგის სამუდამოდ შეჩერებას, რომლის ფარგლებში ორი ქვეყანა ერთად მუშაობენ უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხებზე.

გამოცემის ცნობითვე, ორპარტიული კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა“ და სხვა ოფიციალური პირების დასანქცირებისკენ, არამედ ასევე ითვალისწინებს მინიმუმ 50 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას „საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პროექტების მხარდასაჭერად“, ასევე ქვეყანაში „უცხოური მავნე გავლენების“ გამოძიებას.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი