თუ გსურთ იყოთ ჩვენს საზოგადოებაში, უნდა დაიწყოთ ამ საზოგადოების წევრებივით მოქცევა | ო'ბრაიენი "ოცნებას"

გამოქვეყნდა:

თუ გსურთ იყოთ ჩვენს საზოგადოებაში, მათ შორის, ისარგებლოთ ისეთი პრივილეგიებით, როგორებიცაა თქვენი შვილების სწავლა - განათლება, მაშინ უნდა დაიწყოთ ამ საზოგადოების წევრებივით მოქცევა" - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენი სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე საუბრობს.

მის განცხადებებს ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ X-ზე ავრცელებს.

ობრაიენმა აშშ-ის მიერ სავიზო შეზღუდვების დაწესებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სანქცირებულთა სია არ ქვეყნდება:

"ჩვენ არ ვაქვეყნებთ სახელების სიას, ეს არ არის ის, რის უფლებასაც გვაძლევს კანონი, მაგრამ ჩვენ ნათლად განვაცხადეთ ის ქმედებები, რომლებიც ჩვენთვის განსაკუთრებულად შემაშფოთებელია -  კერძოდ, ძალადობის გამოყენება და დაშინება. ეს არის მცდელობა, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ პროცესებს. მოგეხსენებათ, ეს ეხება არამხოლოდ თანამდებობის პირებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.. - ამბობს ობრაიენი. 

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებები ქვეყნის ევროინტეგრაციასთან შეუთავსებელია.

უცხოელი ჟურნალისტის ინფორმაციით, კითხვაზე, დაინტერესებულია თუ არა [საქართველოს] დღევანდელი ხელმძღვანელობა წინსვლისკენ, ბლინკენის თანაშემწის თქმით- "ჩვენი ყურადღება გამახვილებულია კონკრეტულ ქმედებებზე, რომლებსაც ისინი ახორციელებენ და იმედი გვაქვს, რომ გააცნობიერებენ, რომ თავიანთ ხალხს სურთ ევროპისა და NATO-სკენ სვლა".

"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში რეფორმებს და მის ინტეგრაციას ევროკავშირსა და NATO-ში. ეს იყო ჩემი მთავარი გზავნილი გასულ კვირას, ჩემი [თბილისში] ვიზიტისას. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ეს კანონი, მის გარშემო არსებული რიტორიკა და დემონსტრანტებს მიმართ ძალადობა წინსვლის არჩევანს არ შეესაბამება. 

[...]თუ ამბობ, რომ გინდა ფეხბურთის მატჩში მონაწილეობა... თქვენ თამაშობთ იმ კლუბის წესებით, რომელშიც ცდილობთ გაწევრიანდეთ.", - ამბობს ო'ბრაიენი რაუფოღლუს თქმით

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი