შუკვანი, მელიქიშვილი, ჯულაყიძე | კობახიძის "ტიტუშკების" ვინაობა ცნობილია

გამოქვეყნდა:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მომხდარი დაპირისპირებისთვის ამ დრომდე სამართალდამცავებს არავინ დაუკავებიათ. დღეს დილით მეორე კორპუსთან შეკრებილ რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტებს, რომლებიც ირაკლი კობახიძეს პროტესტით დახვდნენ, "ოცნების" "ტიტუშკები" ისევ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, თუმცა ტერიტორიიდან არავინ განურიდებია.

"მთავარმა არხმა" შეძლო რამდენიმე პირის იდენტიფიცირება, რომლებიც დღეს განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ:

  • გიორგი შუკვანი - "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი;
  • ნიკოლოზ მელიქიშვილი;
  • საბა ჯულაყიძე.

აღსანიშნავია, რომ გიორგი შუკვანი წინა შაბათს თსუ-სთან განხორციელებულ ძალადობაშიც მონაწილეობდა, მაგრამ ამ დრომდე თავისუფლად გადაადგილდება.

"გამოვიდა კობახიძე თავის ტიტუშკებთან ერთად, დარაზმული, ისე ხომ ეშინია და არ გამოდის. დაგვინახეს თუ არა წამოვიდა ჩვენზე ძალადობრივი ჯგუფი. რომელიმეს დაიჭერენ თქვენი აზრით? აქამდე დაუჭერიათ? ზუსტად მაგაში იღებენ ფულს. ზუსტად მაგიტო ჰყავთ ტიტუშკები, რომ გამოჰყავს კობახიძეს, მარტო სიარულის ეშინია," - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, დათი დანელია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი