ხმაური ისანში - საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო კომისიებს აკომპლექტებენ და სხდომაზე მედიას არ უშვებენ

გამოქვეყნდა:

ხმაური იყო ისნის მე-5 საოლქო კომისიაში, სადაც კენჭი კომისიის 6 დამოუკიდებელ წვერს უნდა უყარონ. სხდომას ესწრებოდა ოპოზიციაც, რომელიც მიიჩნევს, რომ საუბნო საოლქო კომისიებს ხელისუფლება საკუთარი მხარდამჭერებით აკომპლექტებს.

ადგილზე სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა, თუმცა კომისიის თავმჯდომარეს "მთავართან" კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

"ნაციონალური მოძრაობის" წვერის, მარიკა დათუკიშვილის განცხადებით, მედიას საჯარო სხდომაზე დასწრების უფლება აქვს. ოლქის კომისიის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, მედიას იმიტომ არ უშვებენ, რომ აკრედიტაცია არ აქვთ, თუმცა ცესკო-ს მედიისთვის აკრედიტაციები ჯერ არ გაუცია.

დღეს საოლქო საარჩევნო კომისიაში არის წევრი ფიქრია ნიკოლეიშვილი, რომელიც დანიშნა ოლქმა და რომელიც უნდა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, ქალბატონი ფიქრია წარსულში იყო ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი, დღეს მისი მეუღლე ქართული ოცნების ოფისში მუშაობს, როგორ გესახებათ, ქალბატონი ფიქრია დღეს დამოუკიდებელი წევრია?! ოლქში ჰყავთ ასეთი მიკერძოეუბული ადამიანი და როგორ შეიძლება ამ კომისიამ საარჩევნო უბნის მიუკერძოებელი კომისიები არიჩიოს, - თქვა მარიკა დათუკიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს ჩანიშნულ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სულ 66 პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი