მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ერის ნება, დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის კურსს | შიმონიტე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

გამოქვეყნდა:

ლიეტუვის პრემიერმინისტრი, ინგრიდა შიმონიტე საქართველოს მოსახლეობას დამოუკდიებლობის დღეს ულოცავს. ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, აღასრულოს ქართველი ერის ნება, რომელმაც აირიჩია ქვეყნისთვის ევროპული მომავალი.

"საქართველოს მოსახლეობას ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. სუვერენიტეტი ეკუთვნის ხალხს და ქართველმა ხალხმა მკაფიოდ აირჩია თავისი ქვეყნისთვის ევროპული მომავალი.

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს თავისი ერის ნება და დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის კურსს, როგორც ეს არის გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციაში", - წერს ის სოციალურ ქსელში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი