მეფე ჩარლზ III საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

გამოქვეყნდა:

გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წერილს უგზავნის. მისალოც წერილს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო აქვეყნებს.

"მე ვაფასებ კავშირს ჩვენს ერებს შორის და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ქვეყნები შეძლებენ ერთად მჭიდროდ მუშაობის გაგრძელებას მნიშვნელოვან გლობალურ საკითხებზე, იქნება ეს მშვიდობა და კეთილდღეობა, თუ გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებები, რაც ჩვენს მომავალ თაობებს სამომავლოდ სარგებელს მოუტანს. ჩემს მეუღლეს და მე გვსურს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და გადმოგცეთ თქვენ და ყველა ქართველს ჩვენი უთბილესი სურვილები მომავალი წლისთვის", - აღნიშნულია წერილში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი