ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ქართველ ხალხს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა - ინფორმაციას მედია ავრცელებს.
"ბელარუსისა და საქართველოს ხალხებს იდენტური ღირებულებები, რომლებიც ქრისტიანულ ტრადიციებზე, სამშობლოს ჭეშმარიტ სიყვარულსა და საკუთარ მიწაზე ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძლიერ სურვილზეა დაფუძნებული, უცხოვარი დროიდან აერთიანებთ", - წერს ლუკაშენკო და იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას ურთიერთობის ყველა სფეროში აღდგენაში სულიერი სიახლოვე, ურთიერთგაგების გრძნობა, კეთილგანწყობა და გულწრფელობა დაეხმარება.
"დარწმუნებული ვარ, რომ სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკური სიმწიფე, ცხოვრებისეული სიბრძნე, ქართველი ხალხის ურყევი ნება და, რაც მთავარია, ჩვენს საერთო რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების ინტერესი წარმატებით გადაგალახინებთ ყველა არსებულ წინააღმდეგობას", - წერს ის.