სანქციები "ოცნების" ხელისუფლების ლიდერებისთვის | აშშ-ის უპრეცედენტო გადაწყვეტილება

გამოქვეყნდა:

ხელისუფლების მაღალჩინოსნები და "ოცნების" დეპუტატები უკვე სანქცირებულები არიან. ეს ფაქტია, რომლის შესახებ დეტალები უახლოეს დღეებში დაზუსტდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებიდან გასაგები გახდა, რომ ეს არა ანონსი ან მუქარაა, არამედ მოცემულობაა, უკვე დამდგარი შედეგია იმ მოღალატეობრივი და ანტიდემოკრატიული ქმდებებისა, რაც პრორუსი ოლიგარქის პარტიამ რუსული კანონის სახით ჩაიდინა.

რატომ დაზუსტდება დეტალები - ცხადია, ამერიკელი პოლიტიკოსები ელოდებიან იმას, რას იზამს "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევის დღეს. უკვე ამოქმედებული სანქციები სავიზო შეზღუდვებს შეეხება. მაგრამ, სქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ მისი პრორუსული ქმედებებით მოვლენათა ისეთი ჯაჭვი აამოქმედა, რომლის ყოველი შემდეგი რგოლი კიდევ უფრო მძიმე იქნება. კერძოდ, ცნობილია, რომ სავიზო სანქციებს მოჰყვება დასავლეთში ფინანსური აქტივებისა და უძრავი ქონების გაყინვა იგივე დეპუტატებისა და "ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის.

და ეს მხოლოდ ამერიკის მხრიდან. მაგნიტსკის აქტში იგივე გვარების ჩამატება კი "ქართული ოცნების" ამ წარმომადგენლებს უკვე ევროპაში შესვლას აუკრძალავს და იქ არსებულ აქტივებსა და ქონებას გაუყინავს. და ასეთი მილიონერი დეპუტატები და ზესწრაფად გამდიდრებული მაღალჩინოსნები "ოცნების" რიგებში არცთუ ცოტანი არიან.

ხვალ რუსული კანონის ვეტოს დაძლევა კომიტეტზე გადის, დრო ივანიშვილის პარტიას ჯერ კიდევ აქვს. ზეგ უკვე ვეტოს დაძლევა კენჭისყრაზე დადგება. დრო ამ შემთვევაშიც აქვთ იმ ადამიანებს, რომლებმაც რუსული კანონის მიღებით პრაქტიკულად ქვეყნის ჰიბრიდული მეთოდებით რუსულ ოკუპაციას აუნთეს მწვანე შუქი.  მაგრამ აი ამის იქით, რუსული კანონის საბოლოოდ მიღების შემდეგ კი პრორუსი ოლიგარქისთვის უკან მოუბრუნებლობის მომენტი დგება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი